Belive

კავანის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია - ურუგვაელი წელიწადში 10 მილიონს მიიღებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ედინსონ კავანის ლისაბონის "ბენფიკაში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. ურუგვაელი თავდამსხმელს "არწივები" 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რა დროშიც მან ყოველწლიური ანაზღაურების სახით 10 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, სწორედ ეს უკანასკნელია ერთადერთი საკითხი, რომლის ოფიციალურად დადასტურებაც ტრანსფერის სრულყოფას აკლია. მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ კომენტარს პორტუგალიური კლუბის სპორტული დირექტორი რუი კოშტა აკეთებს: "კავანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ჩვენ მისი დამატება გვსურს და ამიტომ ოფიციალური შეთავაზება გავუგზავნეთ. ახლა მისი პასუხის ჯერია, იქამდე კი სხვას ვერაფერს გეტყვით". კავანიმ "პარი სენ-ჟერმენში " 2013-2020 წლებში 200 გოლის გატანა მოახერხა, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა და სხვა მრავალ ტიტულთან ერთად, 6-ჯერ ლიგა 1 მოიგო.  

სხვა სტატიები