Belive

კავანი და პრემიერლიგა რეალურია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გამოცდილმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა ედისონ კავანიმ კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. 32 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლოს "პსჟ-სთან" კონტრაქტი უმთავრდება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ პარიზელებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. თავისუფალი აგენტის სტატუსით კავანის დამატება რამდენიმე გუნდს სურს, მათ შორის კი ლონდონის "არსენალი" აქტიურობს. მსურველთა რიგებში თანაქალაქელი "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ეწერებიან. ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კავანიმ მადრიდის "ატლეტიკოსთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც ამ დრომდე ოფიციალურად არ დადასტურებულა. კავანი "პარი სენ-ჟერმენში" 2013 წელს გადაბარგდა, მას მერე 292 შეხვედრაში 198 გოლი გაიტანა და 5-ჯერ ლიგა 1, 4-ჯერ საფრანგეთის თასი, 5-ჯერ ლიგის თასი და 7-ჯერ სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები