Belive

კავანი: ,,ბარსელონას ქამბექის შემდეგ, ფსიქოლოგთან მისვლა დამჭირდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ედინსონ კავანიმ, განაცხადა, რომ 2017 წელს, ,,ბარსელონასთან'' მარცხის შემდეგ, ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა:

,,პირველად ფსიქოლოგთან ,,ბარსელონას'' ქამბექის შემდეგ მივედი. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ხუთ წუთში ყველაფერი შეიცვალა. ეს უდიდესი დარტყმაა, რომელსაც ვერ აკონტროლებ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთია, შენი პიროვნების სხვა ნაწილსაც ეხება. ვნერვიულობდი, თავბრუსხვევას ვგრძნობდი, დაძინების მეშინოდა.

გავიფიქრე, თავთან დაკავშირებული პრობლემა ხომ არ მქონდა. ,,პსჟ-ის'' ექიმმა მითხრა, რომ ასეთი რამ სხვა ბევრ ადამიანსაც ემართებოდა. მივხვდი, რომ სუპერგმირი არ ვიყავი,'' - განაცხადა კავანიმ.

ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონის მერვედფინალური ეტაპის მეორე მატჩში ,,ბარსელონამ'' ,,პარი სენ ჟერმენს'' 6:1 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. კატალონიელებს პირველი შეხვედრა 0:4 ჰქონდათ წაგებული.

სხვა სტატიები