Belive

კასანო: ,,რონალდუმ ფეხბურთის თამაში არ იცის''

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:

,,რონალდუმ ფეხბურთის თამაში არ იცის! მას შეუძლია, 3000 გოლი გაიტანოს, მაგრამ ეს არ მაინტერესებს.

იგუაინმა, აგუერომ, ბენზემამ, ლევანდოვსკიმ, იბრაჰიმოვიჩმა და სუარესმა გუნდთან ურთიერთობა იცოდნენ. განსხვავებით კრიშტიანუსგან, რომლის ერთადერთი მიზანი ყოველთვის გოლის გატანა იყო.'' - ანტონიო კასანო

კასანომ რონალდუზე 2 წლის წინაც ისაუბრა და თქვა, რომ პორტუგალიელს კარიერა უნდა დაესრულებინა.

კრიშტიანუს კარიერაში 902 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ,,ალ ნასრის'' მაისურით ჩატარებულ 6 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები