Belive

კარლოს ტევესი ინდეპენდიენტეს მწვრთნელი გახდა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, კარლოს ტევესი ,,ინდეპენდიენტეს'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ტევესის სამწვრთნელო კარიერაში აქამდე ერთადერთი კლუბი ,,როსარიო სენტრალი'' იყო, სადაც არგენტინელი 2022 წლის ივნისიდან ნოემბრამდე მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სულ 24 შეხვედრა ჩაატარა, 6 მოიგო, 11 ფრედ დაასრულა, 7-ში კი დამარცხდა.

არგენტინის ჩემპიონატის პირველ ტურში ,,ინდეპენდიენტემ'' ,,კოლონთან'' 0:1 წააგო. ტევესის გუნდი მე-2 ტურის შეხვედრას 28 აგვისტოს, ,,ველესის'' წინააღმდეგ გამართავს.