Belive

კარლო ანჩელოტის უნიკალური შედეგი

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "რეალი" "ჩელსის" დაუპირისპირდა. ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯზე" მოპოვებული გამარჯვების (1:3) შემდეგ, ფავორიტის სტატუსით სამეფო კლუბი სარგებლობდა, თუმცა ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ და "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილ პუბლიკას ნერვიულობა მოუხდა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩის ძირითადი დრო "რეალის" მარცხით, 1:3 დასრულდა. დამატებით დროში "რეალის" ფეხბურთელებმა მატჩის სადავეები ხელთ იგდეს - 96-ე წუთზე, ბენზემამ "ჩელსის" კარში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და სამეფო კლუბს 1/2-ფინალური საგზური გაუნაღდა. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "არისტოკრატების" ბარიერის გადალახვის შედეგად, კარლო ანჩელოტიმ უნიკალური შედეგი დააფიქსირა. პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს შემდეგ, იტალიელი სპეციალისტი გახდა მესამე მწვრთნელი, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მერვედ მოიპოვა. 1999 წელს, ანჩელოტის გაწვრთნილმა "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური საგზური მოიპოვა. ანჩელოტის "მილანმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ოთხჯერ იასპარეზა, ხოლო "რეალთან" ერთად იტალიელი სპეციალისტი მესამე (2014,2015,2022) ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

  • "იუვენტუსი" (1999)
  • "მილანი" (2003,2005,2006,2007)
  • "რეალი" (2014,2015,2022)

სხვა სტატიები