კარლო ანჩელოტის პირველი კომენტარი პსჟ-სთან მარცხის შემდეგ
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ჩვეულებრივ, ჩვენ დაბალანსებულად ვიცავთ თავს და არ ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა დაცვა არ ყოფილა. პრობლემები გვქონდა ბურთის ფლობაში და ჩვენი ფეხბურთელები წინსვლას ვერ ახერხებდნენ. სახლში დაბრუნების შემდეგ სხვანაირად უნდა ვითამაშოთ და ამას გავაკეთებთ კიდეც", - თქვა 62 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.შეხვედრის ერთადერთი გოლი 94-ე წუთზე კილიან მბაპემ, ნეიმარის პასის შემდეგ, ეფექტური გარღვევის შედეგად გაიტანა. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 10 მარტს, მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.