Belive

ანჩელოტი: "სამწუხაროა, როცა ტერ შტეგენის დონის ფეხბურთელი ასეთ ტრავმას იღებს"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა უმძიმესი დაზიანება მიიღო და მთელ სეზონს გამოტოვებს. გერმანელმა კიპერმა ტრავმა ბარსელონასა და "ვილიარეალს" შორის გამართულ დაპირისპირებაში მიიღო, კატალონიელებმა 1:5 მოიგეს. პრესკონფერენციაზე კონკურენტი გუნდის მეკარის ტრავმას კარლო ანჩელოტი გამოეხმაურა.

ძალიან ვწუხვარ, რომ ტერ შტეგენის მსგავსი ფეხბურთელები ასეთი სიმძიმის ტრავმას იღებენ. იმედი მაქვს, მალე გამოჯანმრთელდება, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ვიმედოვნებ, რომ ის სწრაფად დაგვიბრუნდება.

ფეხბურთელების დატვირთვა მუდამ იზრდება, სამწუხაროდ ამის შესაცვლელად გზას ვერ ვხედავ. რაც არ უნდა გავაკეთოთ კალენდარი მაინც არ შეიცვლება, ამიტომ მიმდინარე სეზონზე უნდა ვიფიქროთ - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ

ჰანსი ფლიკის გუნდი 6 ტურის შემდეგ ქულის დაკარგვის გარეშე, 18 ქულით ლიდერობს ესპანეთის ჩემპიონატს. "რეალს" კი 14 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.

სხვა სტატიები