Belive

კარლო ანჩელოტი: "მესტალიაზე მომხდარი ამბავი არ გვავიწყდება"

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მესტალიაზე გასამართი შეხვედრის წინ ვინისიუსის ვალენსიაში დაბრუნების თემაზე ისაუბრა. რუბენ ბარახას გუნდი ევროტურნირების ზონას 6 ქულით ჩამორჩება, რეალს კი ცხრილში უპირატესობის გამყარება და იმის დამტკიცება სურს, რომ ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება. სატურნირო თვალსაზრისის გარდა, მატჩს ბექგრაუნდად შავი ლაქაც გასდევს, რაც წინა წელს, მესტალიაზე მომხდარმა რასისტულმა სკანდალმა გამოიწვია, "ვალენსიას" გილშემატკივრები მთელი თამაშის განმავლობაში აყენებდნენ შეურაცხყოფას ვინისიუს ჟუნიორს.

არ დაივიწყოთ ის, რაც გასულ წელს მოხდა, როდესაც არის რასისტული შეძახილები, ჩვენ უნდა გამოვავლინოთ და დავგმოთ ისინი, ვალენსიამ ძალიან კარგად დაადგინა ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ ფეხბურთის თამაშით. მე არ ვაპირებ ვინისიუსს თამაშის დაწყებამდე ამ თემაზე ვესაუბრო. ის აკეთებს ყველაფერს, რომ რაც შეიძლება კარგი იყოს და მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი. ვალენსია კარგი გუნდია და ჰყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები.

ამ ქალაქში, რამდენიმე დღის წინ, ტრაგედია მოხდა, რომელმაც 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩვენ დაღუპულთა ოჯახების გვერდით ვდგავართ - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ

წინა წელს მესტალიაზე გამართულ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის ნამდვილი ბენეფისი იყო, მან მადრიდელების ურთულესი დარტყმების მოგერიება მოახერხა და თავის გუნდს ის შეხვედრა 1:0 მოაგებინა. რასისტული შეურაცხყოფების გამო ვინისიუსი მთელი მატჩის განმავლობაში გაღიზიანებული იყო და შეხვედრის არბიტრმა არასპორტული ქცევის გამო მოედნიდან გააძევა. მატჩის შემდეგ ვინისიუსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმ დღეს ფეხბურთმა რასიზმთან წააგო.

სხვა სტატიები