Belive

კარლ-ჰაინც რუმენიგე: "ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ფორმატი მოსაწყენია" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ მოითხოვა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის რეფორმა. გერმანელმა ფუნქციონერმა განაცხადა, რომ ჯგუფური ეტაპის მიმდინარე ფორმატი მოსაწყენია ტოპ კლუბებისთვის. რუმენიგემ ასევე აღიარა, რომ მას მოსწონდა პლეი-ოფის ფორმატი წინა სეზონში, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, მეოთხედფინალური ეტაპიდან დაწყებული, დაპირისპირებები ერთმატჩიანი იყო. "ჩემპიონთა ლიგის მთავარი პრობლემა ჯგუფური ეტაპია, რადგან ეს ცოტა მოსაწყენია. მე ვიცი, რომ უეფა მუშაობს გეგმაზე, რომელიც ამ ფაზას უფრო საინტერესოს გახდის. დარწმუნებული ვარ, ხალხს ეს ცვლილება ძალიან მოეწონება.  წინა სეზონის პლეი-ოფი, მეოთხედფინალიდან დაწყებული, საინტერესო იყო. აშშ-ს "სუპერ ბოული" ამის კარგი მაგალითია. მე მომწონს ეს ვარიანტი", - თქვა ფეხბურთლის გერმანელმა ლეგენდამ. წინა სეზონში, რუმენიგეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეექვსედ მოიგო და ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები