Belive

კარიერის მიწურულს, ვაგნერ ლავი სათამაშოდ ბრაზილიაში დაბრუნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიელი თავდამსხმელი ვაგნერ ლავი, რომელმაც გატანილ გოლებზე მეტად, ფეხბურთის გულშემატკივარს თავი ექსცენტრული გარეგნობით დაამახსოვრა, კარიერას ბრაზილიაში განაგრძობს. თურქულ "ბეშიქთაშთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ვაგნერ ლავი თავისუფალი აგენტის სტატუსით "კორინთიანსის" რიგებს შეუერთდა. კარიერის განმავლობაში ვაგნერ სილვა დე სოუზას "ცსკა-ში," "მონაკოში," ჩინურ "ლუნენგში," "ალანიასპორსა" და "ბეშიქთაშში" აქვს ნათამაშები. ყველაზე დიდი პერიოდი მან მოსკოვის "ცსკა-ში" გაატარა, სადაც ჩატარებულ 241 შეხვედრაში 117 გოლის გატანა შეძლო. ვაგნერ ლავს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც ხშირად იძახებდნენ, სადაც მან "კოპა ამერიკას" მოგება ზედიზედ 2-ჯერ შეძლო (2004 და 2007 წლებში). "სელესაოს" მაისური ვაგნერ ლავმა 25-ჯერ მოირგო, თავის გამოჩენა კი 9-ჯერ მოახერხა.

სხვა სტატიები