Belive

კარაგერმა გვარდიოლას რეპლიკას მწვავედ უპასუხა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა, ჟურნალისტებთან უკანასკნელი გამოჩენისას საკუთარ გუნდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერი იქნება დრამატული იმაში, თუ მიმდინარე სეზონში ქალაქელები პრემიერლიგის ტიტულს ვერ მოიგებენ. გვარდიოლას აზრით, ინგლისის პირველობა ურთულესი ჩემპიონატია და მისმა გუნდმა ისედაც იმაზე მეტი შეძლო, ვიდრე ოდესმე ვინმეს გაუკეთებია. გვარდიოლას არც SKY SPORTS-ის ექსპერტები დავიწყებია:

მათ იციან (ექსპერტებმა) რამდენად რთულია პრემიერლიგის ზედიზედ ოთხჯერ მოგება. გარი ნევილი, მიკა რიჩარდსი... მათ ეს ვერ მოახერხეს, და ჯეიმი კარაგერი? მას ხომ ინგლისის ჩემპიონატი არასდროს მოუგია - განაცხადა პეპ გვარდიოლამ

როგორც ჩანს, ჯეიმი კარაგერი უკმაყოფილო დარჩა ესპანელი მწვრთნელის ნიშნის მოგებით საუბრით, ლივერპულის ყოფილმა მცველმა "მანჩესტერ სიტის" კრიტიკა არ დააკლო:

ვფიქრობ, ერთ ტიტულს მაინც მოვიგებდი, ლივერპული რომელიმე ქვეყნის საკუთრება რომ ყოფილიყო, ან წესებს იმდენჯერ თუ დავარღვევდი, რომ ჩვენთვის ბრალი 115-ჯერ წარედგინათ - პასუხობს ჯეიმი კარაგერი გვარდიოლას

ამჟამად "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის ცხრილის მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფ "ლივერპულს", ცხრილის სათავეში არსენალია და 6 ქულით უსწრებს "სიტის", თუმცა ქალაქელებს ერთი თამაში მარაგში აქვთ.

სხვა სტატიები