Belive

კარაგერი პსჟ-ზე: ,,ამას 15-წლამდელთა გუნდიც არ დაუშვებდა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულისა'' და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა, ,,რეალისა'' და ,,პარი სენ ჟერმენის'' შეხვედრაზე ისაუბრა:
,,ეს სამარცხვინოა! მეორე და მესამე გაშვებულ გოლებს შორის სხვაობა 11 წამია. რეალს 15-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგაც რომ ეთამაშა, ასეთი რამ მაინც არ მოხდებოდა... სირცხვილია... ამ დონის მოთამაშეებს ბოლომდე ბრძოლა უნდა შეეძლოთ,'' - კარაგერის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა'' ,,პარი სენ ჟერმენს'' 3:1 მოუგო. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი პარიზული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, შედეგად მადრიდელებმა ორი თამაშის ჯამში 3:2 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

სხვა სტატიები