Belive

კარაგერი: ,,გაკრიტიკების შემდეგ, მესიმ ვირი მიწოდა''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლივერპულის'' ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, CBS Sports-ის ეთერში, ლეო მესის მიერ მიწერილი შეტყობინება გაიხსენა:

- მესისგან მესიჯი მიგიღია?

- კი, დავასახელებ სიტყვას, რომელიც მან მომწერა, უბრალოდ, არ ვიცი, რას ნიშნავს. Burro...  

-  ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც ,,ვირი''...

- ვირი? მადლობა!      

ინგლისელმა მესის მესიჯზე გასულ წელსაც ისაუბრა: 

,,მესი ჩემით უკმაყოფილოა. სეზონის სტარტზე ვთქვი, რომ კრიშტიანუ რონალდუს გაფორმება მანჩესტერ იუნაიტედისთვის იდეალური ვარიანტი არ ყოფილა. მაშინ მესის მაგალითი მოვიყვანე, რადგან არ ვფიქრობ, რომ მისი პსჟ-ში გადასვლა პარიზელებისთვის კარგი გარიგებაა… ეს ყველაფერი Monday Night Football-ის ეთერში ვთქვი, შემდეგ კი ინსტაგრამზე თავად ლეომ მომწერა. პირად შეტყობინებებს არ გაჩვენებთ, მაგრამ გეტყვით, რომ მან ვირი მიწოდა. 

 

მესი Monday Night Football-ს უყურებს. იმედია, ამ გადაცემასაც ნახავს, რადგან, ლეონელ, მე შენ მიყვარხარ! ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ხარ და შენთან შედარებით, ნამდვილად ვირი ვიყავი, მაგრამ სიმბოლურ თერთმეტეულში ვერ მოხვდები. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში კოპა ამერიკა მოიგე, საკმარისად კარგად არ გითამაშია.'' - თქვა კარაგერმა 2022 წელს Sky Sports-ის ეთერში.

 

სხვა სტატიები