Belive

კაფუმ ალექსანდრ-არნოლდზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მსოფლიოს ჩემპიონმა კაფუმ, ამომავალ ვარსკვლავზე ალექსანდრ-არნოლდზე ისაუბრა და მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. -"ის საოცარი ფეხბურთელია და თანამედროვე ფეხბურთში სენსაციურად შემოიჭრა. თუ არნოლდი გააგრძელებს ისე თამაშს და შრომას, როგორც ახლა აკეთებს, ის იქნება მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველი. ტრენტს თავისუფლად შეუძლია მოიგოს "ფიფას" წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ტიტული. ინგლისელს აქვს საოცარი ტექნიკა და სისწრაფე. ალექსანდრი თამაშობს ბრაზილიელივით და მე ყოველთვის მომწონს მისი ყურება- განაცხადა კაფუმ "FIFA.COM"-თან საუბრისას შეგახსენებთ, რომ არნოლდმა "ლივერპულის" შემადგენლობაში 125 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები