კაპელომ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტეზე ისაუბრა:
,,ვის აქვს ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი? მე ესპანეთის ნაკრები ძალიან მომწონს... ასევე, საფრანგეთიც, რომელსაც კილიან მბაპე და კიდევ არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ინგლისელებიც კარგ შედეგს აჩვენებენ. გარდა ამისა, ვნახავთ, როგორი იქნება ბრაზილია ანჩელოტისთან ერთად.
იტალიის ნაკრები? მილანს ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 1 იტალიელი ჰყავს, იუვენტუსს - 2, ინტერს 4 თუ 5, რომას კი 2 ან 3... ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ვარჯიშის სისტემა ჩავარდნილია, ძალიან ბევრი ტაქტიკაა და არასაკმარისი ფეხბურთი. ეს იტალიის პრობლემაა. 12 წლის ასაკში ბავშვებს ტაქტიკაზე ავარჯიშებენ, ამას რა აზრი აქვს? ამ ასაკში საჭიროა პასები, ბურთის კონტროლი და ფეხბურთის ანბანის ცოდნა.'' - ფაბიო კაპელო
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.