ფაბიო კაპელოს მტკიცებით, ფრენკ ლამპარდი აუცილებლად გახდება ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
იტალიელი სპეციალისტი 4 წლის განმავლობაში წვრთნიდა ინგლისის ნაკრებს - სამი ლომის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, კაპელოს ფრენკ ლამპარდთანაც მოუწია მუშაობა. Sky Sports-თან საუბარში, ფაბიო კაპელომ აღნიშნა, რომ ფრენკ ლამპარდს ყველა ის უნარი და შესაძლებლობა გააჩნია, რომ ერთ დღეს ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს.