Belive

კაპელო: "რონალდო ალკოჰოლის სუნად ყარდა - მოედანზე რასაც აკეთებდა ამოუხსნელი იყო..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

77 წლის იტალიელმა მწვრთნელმა - ფაბიო კაპელომ, "Marca"-სთან ინტერვიუს დროს, ბრაზილიელ რონალდოზე საინტერესო ისტორიები გაიხსენა.

"რონალდო როგორი დიდებული ფეხბურთელია, ეს ყველამ ვიცით. მისი მსგავსი ფორვარდი ისტორიაში იშვიათად თუ იბადება და დაბადებულა, რადგან რონალდო იყო ნამდვილად ფენომენი და ეს სახელი მას ტყუილად არ შეერქვა.

მე მასთან მადრიდის "რეალში" ვმუშაობდი, რა დროსაც იგი წონის პიკში იყო. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, მან 10 კილოგრამი მოიმატა, რაც მას აშკარა პრობლემას უქმნიდა. მასთან კამათი ყველაზე ხშირად ამ თემაზე მომდიოდა... მე მას ვუთხარი, რომ წონაში უნდა დაეკლო, რადგან იმ დროს 94 კილო იყო და ამხელა წონით ფორვარდობა ძალიან გაუჭირდებოდა.

იგი ეცადა, დიეტაზე დაჯდა, თუმცა სამწუხაროდ, დროს ტარებასა და დალევაზე უარს ვერ ამბობდა. 1 კვირის შემდეგ 92 კილოგრამზე ჩამოვიდა და ეგ წონაც გაეყინა...

ერთხელ, მოედანზე გასვლისას რუუდ ვან ნისტელროიმ მითხრა, რომ გასახდელში საშინელი ალკოჰოლის სუნი იდგა, რონალდო კი ნასვამი იყო და ისე გავიდა სათამაშოდ. ეს მატჩი საჩემპიონო იყო, 1:0 ვაგებდით და 3:1 მოვიგეთ, რონალდომ იფრინა.

ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ რონალდოს ტანჯავდა გარემოებები. ის სულ სვამდა და მუდამ გოგოების გარემოცვაში იყო. ვარჯიშებზე ხშირად მოდიოდა ნასვამ მდგომაროებაში. ამ ფაქტის შესახებ უფროსობაც ჩავაყენე საქმის კურსში, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ეუბნებოდა, რადგან ყველა ხედავდა, თუ რას აკეთებდა იგი მოედანზე..."

- ფაბიო კაპელო

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო და ბრაზილიელი ფენომენი - რონალდო, ერთად მადრიდის "რეალში" მუშაობდნენ. კაპელო "სამეფო კლუბში" მეორე ვადის 2006-2007 წლებში მუშაობდა, რონალდო კი "რეალში" 2002-2007 წლებში თამაშობდა.

ფენომენმა "რეალის" მაისურით 177 მატჩი ჩაატარა, სადაც 103 გოლის გატანა და 35 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები