Belive

კამერებმა საუბარი გაშიფრეს: რა უთხრა მბაპემ მარკინიოსის გასახდელში?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც 27 თებერვალს შედგა, "პარი სენ-ჟერმენმა" "დიჟონი" 4:0 დაამარცხა. შეხვედრაში დუბლი კილიან მბაპემ შეასრულა, თითო-თითო გოლი კი მოიზე კინმა და დანილომ გაიტანეს. თუმცა, ფრანგი ტალანტისთვის ეს შეხვედრა მხოლოდ მეტოქის კარში გატანილი ორი გოლით არ ყოფილა გამორჩეული. 22 წლის თავდამსხმელმა შესვენებაზე ლიდერული ხასიათი და მაღალი პროფესიონალური მენტალიტეტი გამოავლინა, რაც ფრანგულ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში კარგად გამოჩნდა. მოგვიანებით, საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის საუბარი გაშიფრეს, რამაც მისი ძლიერი მხარეები კიდევ უფრო წარმოაჩინა.

ვიდეოში ჩანს, რომ მბაპე გუნდის გამოცდილ მცველს, მარკინიოსს ესაუბრება და ეუბნება: "მარკი, ყველას უთხარი, რომ უნდა გავაგრძელოთ შეტევა და საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება, თუ შეგვიძლია, 5 ან 6 გოლიც უნდა გავიტანოთ, ეს შეტყობინება იქნება მეტოქეებისთვის, რომ ტიტულის მთავარი პრეტენდენტები ვართ. მოდით, გავიტანოთ 6 ან 7 გოლი". პირველი ნახევარი დედაქალაქელებმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს, მეორე ნახევარში კი მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღეს. მიმდინარე სეზონში, მბაპეს აქტივში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 23 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები