Belive

კამავინგას ტრანსფერის თაობაზე რენმა მანჩესტერ იუნაიტედს "დასცინა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" 21 წლის ამომავალი ვარსკვლავის - ედუარდო კამავინგას ტრანსფერის განხორციელებას გეგმავდა. ბრიტანული მედიის მტკიცებით, "წითელ ეშმაკებს" ტრანსფერი პრაქტიკულად განხორციელებული ჰქონდათ - თუმცა უკანასკნელი ცნობები საწინააღმდეგოს მეტყველებს. ფრანგული მედიის მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ, კამავინგას ტრანსფერის სანაცვლოდ შეთავაზებული თანხა "რენის" წარმომადგენლებს სასაცილოდ არ ეყოთ. პრემიერ ლიგის გრანდი კამავინგას სანაცვლოდ მინიმალურ თანხას იხდიდა. სატრანსფერო თანხის დასახელების შემდეგ, "რენმა" პრემიერ ლიგის გრანდს "დასცინა". ფრანგული კლუბის მესვეურები კამანვინგას მინიმუმ €30 მილიონის სანაცვლოდ შეელევიან. აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" პარალელურად, კამავინგას ტრანსფერით "პარი სენ ჟერმენი" და "რეალი" ინტერესდებიან.  

სხვა სტატიები