Belive

კალცონა: ,,არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ეს არის მატჩი კვარაცხელიასა და ბარსელონას შორის''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ, ,,ბარსელონასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ნაპოლი მზადაა! დეტალებზე მუშაობას რამდენიმე დღე დავუთმეთ და ჩვენი ფეხბურთელები მზად არიან, ბარსელონას წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთონ! მართალია, რომ გოლებს ისევ ვუშვებთ, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებთ.

ჩვენს მეტოქეს მკაფიო იდენტობა აქვს და ხავიმაც აღნიშნა, რომ თავიანთი მიდგომის შეცვლას არ აპირებენ. ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც მრავალფეროვანი ტაქტიკური იარაღით გამოირჩევა.

არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ეს არის მატჩი კვარაცხელიასა და ბარსელონას შორის. პირველი შეხვედრით კმაყოფილი ვარ და რომ არა შეცდომები, მოგებაც შეგვეძლო. ხვალ კი წლის მატჩი გველის. მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალიან ბევრს ნიშნავს როგორც რეიტინგისთვის, ასევე გუნდის ენთუზიაზმისთვის.'' - ფრანჩესკო კალცონა

ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ბარსელონა” ,,ნაპოლის” უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სხვა სტატიები