Belive

კაკაბაძის საგოლე გადაცემამ ლუცერნი მარცხისგან ვერ იხსნა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში, "ლუცერნმა" "ლუგანო" მიიღო და საკუთარ კედლებში (1:2) დამარცხდა. უშუალო კონკურენტების დაპირისპირებაში სრულად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ. მასპინძელთა ქართველმა მარჯვენა მცველმა თავისი გუნდის ერთადერთი გოლისას ასისტენტობაც გასწია. საქართველოს ნაკრების ფლანგელმა საჯარიმოში ჩააწოდა და ბურთი თანაგუნდელს თავით დასარტყმელ პოზიციაზე ზუსტად გადააწოდა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამ სეზონში მეორე საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, კაკაბაძის ანგარიშზე ქვეყნის თასზე გატანილი გოლია. "ლუცერნს" 15 ქულა აქვს, მეშვიდე პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას 2 საფეხურით უსწრებს. ოთარ კაკაბაძის გუნდს შემდეგი მატჩი ერთი ადგილით მაღლა მყოფ "სერვეტესთან" აქვს.
 

სხვა სტატიები