Belive

კაირათი ოლიმპიაკოსთან დამარცხდა - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ზარიამ?

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში, კაირათი ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ასტანაში -20 გრადუს ყინვაში გამართული დაპირისპირება გარდამავალი უპირატეაობით მიმდინარეობდაბდა და საბოლოოდ ერთადერთი გოლის ავტორი გელსონ მარტინსი გახდა.

გიორგი ზარიამ კაირათის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში და მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალეს. მოედანზე გატარებული დროის განმავლობაში, ქართველი ლეგიონერი ბურთს 23-ჯერ შეეხო, 11 ზუსტი პასი გააკეთა და 3 დუელის მოგება შეძლო. ზარიას თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა ვებგვერდებმა ამგვარად შეაფასეს:

  • Flashscore: 6.4

  • Sofascore: 6.6

  • Whoscored: 6.2

კაირათი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს 20 იანვარს, კვლავ ასტანაში, ბრიუგეს წინააღმდეგ გამართავს.