კაი ჰავერცი ჩელსის დატოვებასთან ახლოს არის
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაი ჰავერცი "სტემფორდ ბრიჯის" დატოვებასთან ახლოს არის. გერმანელი შემტევი "არსენალთან" და "მანჩესტერ სიტისთან" დააკავშირეს.
თუმცა, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჰავერჩი "მეთოფეებში" გადასვლასთან უფრო ახლოს არის. მისი თქმით, გუნდები უკვე ტრანსფერის საქმეებში არიან ჩართულნი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად ფეხბურთელის პირობებთან "არსენალს" პრობლემა არ აქვს.
🚨 Understand Kai Havertz has given green light to Arsenal contract bid after positive indications #AFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 15, 2023
No problem on personal terms.
Arsenal & Chelsea in contact — no chance for £75m but Chelsea will be flexible.
Bayern, informed… but still quiet.
Real 100% out of the race. pic.twitter.com/vG4WRfzgJ4
"ჩელსიმ" ჰავერცი 2020 წელს "ლევერკუზენიდან" 75 მილიონ ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. 2021 წელს კაიმ ლონდონელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო.
ბოლო სეზონი გერმანელისთვის არც ისე წარმატებული გამოდგა. ყველაა ტურნირზე ჩატარებულ 47 შეხვედრაში სულ რაღაც 9 გოლის გატანა და 1 ასისტის შესრულება მოახერხა.