კაფუ: "რაც მეტი ბრაზილიელი ითამაშებს ინგლისში, ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონობის შანსი უფრო ნაკლებია"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კაფუმ ბრაზილიელების პრემიერ ლიგაში ასპარეზობაზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ლეგენდარულ მოთამაშეს დიდად არ მოსწონს, როცა მისი თანამემამულეები კარიერას "ნისლიან ალბიონზე" აგრძელებენ.
ვშიშობ, რაც მეტი ბრაზილიელი ითამაშებს ინგლისში, ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონობის შანსი უფრო ნაკლებია. წარმოიდგინეთ, ყოველ კვირას მედია ტვინს გირეცხავდეს, რომ საუკეთესო ხარ და ამ დროს საუკეთესოობასთან ახლოსაც არ ხარ. ლა ლიგა მირჩევნია, რადგან მათ აქვთ მენტალიტეტი, რომლითაც ისინი ფინალში გადიან და იგებენ კიდეც. ლა ლიგის წარმომადგენლები სულ ტელევიზიებში არ ჩანან და მათ ფეხბურთელებს უაზროდ არ აქებენ. ისინი იქ ფეხბურთზე საუბრობენ და არა მითებზე. - განაცხადა კაფუმ
🇧🇷🗣️ Cafu: "I am afraid, the more we have Brazilians moving to the Premier League, the fewer chances for Brazil to win the World Cup."
— EuroFoot (@eurofootcom) December 8, 2023
"Imagine being brainwashed by the media every week that you are the best in the world, meanwhile, you are not near the best."
"I prefer La… pic.twitter.com/qJ6wB0PIKe
კაფუმ საფეხბურთო კარიერა 2008 წელს დაასრულა. ლეგენდარული ბრაზილიელი წლების განმავლობაში ,,სან-პაულუში'', ,,სარაგოსაში'', ,,პალმეირასში'', ,,რომასა'' და ,,მილანში'' თამაშობდა.