Belive

ჯუნტოლი: "როცა პრეზიდენტი დე ლაურენტისია, სანერვიულო არაფერია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" 33 წლიანი მშრალი სერია დაასრულა და სერი ა-ს ჩემპიონობა იზეიმა. სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა 33 ტურში "უდინეზესთან" ქულების გაყოფის შემდეგ გაინაღდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა დიეგო არმანდო მარადონაზე შეკრებილ გულშემატკივარს მიმართა და განაცხადა, რომ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც აპირებს. დე ლაურენტისის ამ ნათქვამის მიმართ ბევრი სკეპტიკურად განეწყო, რაზეც "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ისაუბრა.

"როცა პრეზიდენტი დე ლაურენტისია, სანერვიულო არაფერია. ნაპოლი ყოველთვის დიდებული იქნება." - განაცხადა კრისტიანო ჯუნტოლიმ.

აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსს" ახალ სპორტულ დირექტორად სწორედ ჯუნტოლის დანიშვნა სურს. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, მოლაპარაკებები უკვე დაწყბეულია.

სხვა სტატიები