Belive

ჯუნეით ჩაქირი უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავებს

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეით ჩაქირი უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მსაჯთა დამკვირვებლის მოვალეობას შეასრულებს. 

უეფას გადაწყვეტილებით, ჩაქირი ბელგიაში, ბრიუგესა და ტურინის იუვენტუსის მატჩზე იმუშავებს. 

შეხვედრა 21 იანვარს, ბრიუგეში გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. მატჩს ფრანგი არბიტრები განსჯიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია