Belive

ჯუდ ბელინგემი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯუდ ბელინგემი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca აქვეყნებს. ინგლისელი ფეხბურთელი "ჟირონასთან" და "ბეტისთან" არ ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელს შეხვედრების გამოტოვება "ოსასუნასთან" მიღებული წითელი ბარათის გამო უწევს, ის ხოსე ლუის მუნუერა მონტერომ მოედნიდან შეურაცხყოფისთვის გააძევა. ბელინგემმა ერთი კონკრეტული ეპიზოდის შემდეგ რაღაც ჩაილაპარაკა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა, როგორც შემდგომში დადგინდა მან მსაჯის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა.

წყაროს ცნობით "რეალ მადრიდი" 2-მატჩიან აკრძალვას გაასაჩივრებს და შეეცდება ფეხბურთელი ლა ლიგაში ჩანიშნულ მატჩებში გუნდს დაეხმაროს.

სხვა სტატიები