ჯოვინო ფლამარიონი კარიერას რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
Sports.ru-ის თანახმად, ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებით "როტორი" არის დაინტერესებული. ფლამარიონი ვოლგოგრადულ კლუბს უახლოეს მომავალში შეუერთდება.
ცნობილია, რომ "დინამო ბათუმი" 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ფლამარიონი საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ბოლო 2 სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში მან 21 ბურთი გაიტანა.