გავრცელებული ინფორმაციით, ჯოვანი ვან ბრონხორსტმა და "მანჩესტერ სიტის" მესვეურებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
44 წლის ვან ბრონხორსტი "ფეიენორდის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა - თუმცა გასული სეზონის დასრულების შემდეგ, იგი უმუშევარი დარჩა. De Telegraaf-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯოვანი ვან ბრონხორსტი სამწვრთნელო კვალიფიკაციის ასამაღლებლად "მანჩესტერ სიტის" ვარჯიშებს დაესწრება და საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობაც ექნება.
ჯოვანი ვან ბრონხორსტი "ნიუ იორკ სიტისა" და "მელბურნ სიტის" ვარჯიშებშიც ჩაერთვება.