ჯოვანი რეინას დებიუტი ძირითად შემადგენლობაში არ შედგა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე "დორტმუნდის ბორუსიას" ძირითად შემადგენლობაში 17 წლის ჯოვანი რეინა ფიქსირდებოდა და ეს მისთვის დებიუტი იქნებოდა. აქამდე რეინას "ბორუსიას" რიგებში, ბუნდესლიგის ეგიდით 8 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, მაგრამ არცერთი ძირითად შემადგენლობაში. "ბორუსიას" ოფიციალური ტვიტერის გვერდი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მატჩის წინა გახურების დროს ამერიკელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და სწორედ ამიტომ ვერ გავიდა რეინა მოედანზე. ჯოვანი ტორგან აზარმა ჩაანაცვლა.
Gio Reyna will be replaced by Thorgan Hazard in the Starting XI as a result of an injury sustained during warm up 📝 Get well soon, Gio 🙏 pic.twitter.com/V8RoWrO2wx — Borussia Dortmund (@BlackYellow) May 16, 2020