Belive

ჯორჯო სკალვინი ტრავმირებულია - იტალიელი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯორჯო სკალვინი, რომელიც იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იყო ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს. იტალიელმა ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრაში ("ატალანტა" 2:3 "ფიორენტინა"), 82-ე წუთზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მისი შეცვლა გახდა საჭირო, ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაციას უახლოეს დღეებში გაიკეთებს.

20 წლის ჯორჯო სკალვინის სავარაუდოდ ფედერიკო გატი შეცვლის, სპალეტის საბოლოო შემადგენლობის გამოცხადების ბოლო ვადა 7 ივნისს აქვს.

"აძურის" დაცვის ხაზში პრობლემები აქვს, სკალვინის გარდა მათ აჩერბიც ვერ დაეხმარებათ.

სხვა სტატიები