Belive

ჯონ ობი მიკელი: "ედენ აზარი ყველაზე ზარმაცი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიგერიის ეროვნული ნაკრებისა და "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა - ჯონ ობი მიკელმა, ედენ აზარზე ისაუბრა.

ნიგერიელმა ფეხბურთლმა ყოფილ თანაგუნდელს "ყველაზე ზარმაცი ფეხბურთელი" უწოდა, ვისთანაც კი ოდესმე უთამაშია.

აზარი "ჩელსიში" შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. ჯონ ობი მიკელმა კი აზართან ერთად "არისტოკრატების" შემადგენლობაში 4 სეზონი გაატარა.

NINTCHDBPICT000017977737-1-1

"მე ვერასდროს ვხვდებოდი, თუ რამდენს ნიშნავდა ვარჯიში ამ ბიჭებისთვის, სანამ "ჩელსის" არ შევუერთდი. როგორ თამაშობდნენ ისინი თამაშებს, როგორ ვარჯიშობდნენ და ა.შ.

ვარჯიშზე დარტყმები, ასევე ჩხუბები. იყვნენ ისეთი ფეხბუთელები, რომლებიც ვარჯიშის მიმდინარეობისას მუდმივად ჩხუბობდნენ. არასდროს ყოფილა კლუბში ისეთი ფეხბურთელების ადგილი, რომლებსაც ვარჯიში ან ეზარებოდათ და ან არ უნდოდათ.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც თითქმის არასდროს ვარჯიშობდა და მუდამ წამოწოლილი იყო - ედენ აზარია, თუმცა დღემდე ამოუხსნელია, თუ როგორ ხვდებოდა ძირითად თერთმეტეულში და შემდეგ კი თამაშებზე დაფრინავდა".

სხვა სტატიები