"ჯერჯერობით დიაგნოზს უნდა დაველოდოთ" - შტურმის მთავარი მწვრთნელი
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში, გრაცერი ოთარ კიტეიშვილის შტურმს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 46-ე წუთზე მოედანი ტრავმის გამო დატოვა.
მატჩის შემდეგ შტურმის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ სამუელმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე და ტრავმიანობაზე ისაუბრა, მატჩში ასევე ტრავმა მიიღო იონ გორენც სტანკოვიჩმა:
ვფიქრობ, გამარჯვება დამსახურებული იყო, მქონდა განცდა, რომ ყველა მოთამაშემ, ვინც დღეს ითამაშა, ყველაფერი გაიღო. გუნდი საოცარი ენერგიით თამაშობდა, მათ ასევე აჩვენეს საოცარი გუნდურობა. დერბიში გამარჯვებით აღფრთოვანებული ვარ“.
კიტეიშვილისა და სტანკოვიჩის ტრავმებზე....
ამის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჯერჯერობით დიაგნოზს უნდა დაველოდოთ. ფაქტია, რომ გუნდის კრიტიკული მდგომარეობა უკვე გადავლახეთ და ახლა სასწრაფოდ გვჭირდება ტრანსფერი.
დატვირთული კვირა გველის, ბევრი თამაშით. დღეს და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს. მიუხედავად ამის გაძლიერება მაინც გვჭირდება, თუ გვინდა ისეთივე თამაში ვაჩვენოთ, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა. - იურგენ სამუელი - გრაცის შტურმის მთავარი მწვრთნელი