Belive

ჯერარდმა სუარესსა და ტორესს შორის საუკეთესო დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" ლეგენდა სტივენ ჯერარდი, რომელიც ამჟამად "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს, დილემის წინაშე აღმოჩნდა. მერსისაიდული გრანდის ყოფილი კაპიტანი იძულებული გახდა ლუის სუარესსა და ფერნანდო ტორესს შორის საუკეთესო დაესახელებინა. ჯერარდმა ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ ორივე მათგანს უნიკალური თვისებები ჰქონდა, თუმცა ლუის სუარესი საუკეთესოა.
"ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ხშირად მიწევს. ორივე მათგანი ფენომენალურია, მაგრამ უპირატესობას სუარესს ვანიჭებ - მას ყველაფერი გააჩნდა. ისეთი ვარსკვლავების გვერდით ვთამაშობდი, როგორიცაა: ხაბი ალონსო, ხავიერ მასკერანო, ფერნანდო ტორესი - თუმცა სუარესი ყველასგან გამორჩეული იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვის წინააღმდეგ ვთამაშობდით, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ სუარესთან ერთად, ნებისმიერ თამაშს მოვიგებდით".  "სუარესი ვარჯიშობდა ისე, როგორც თამაშობდა. მახსოვს ერთ-ერთი მთავარი ვარჯიშის შემდეგ კარა მეუბნებოდა: "ვარჯიშებზე ყოველდღე მის წინააღმდეგ თამაში არ მსურს". ის ვარჯიშობდა ინტენსიურად და ვარჯიშზეც კი შეეძლო ისეთი გასაოცარი მოძრაობის შესრულება, რის შემდეგაც ნებისმიერს შერცხვენილს ტოვებდა", - აღნიშნავს სტივენ ჯერარდი. 

სხვა სტატიები