"ჯერ არაფერია გადაწყვეტილი" - სპალეტი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, "აინტრახტისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგა. ფრანკფურტში, "Deutsche Bank Park"-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 0:2 დასრულდა.
- აინტრახტი 0:2 ნაპოლი (მიმოხილვა)
- ხვიჩა კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები
- ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება აინტრახტთან მატჩში
მთელი მატჩის განმავლობაში "ნაპოლი" უპირატესობას ფლობდა - სპალეტის შეგირდებმა შექმნილი უპირატესობა გატანილ გოლებად აქციეს და მეტოქის კარი ორჯერ აიღეს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ შეძლო, მაგრამ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტიმ საკუთარი ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.
"მატჩის ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და ეს ზუსტად ისაა რაც გვსურს. ჩვენ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ - საპასუხო მატჩს მშვიდად უნდა შევხვდეთ.
წინ საპასუხო მატჩია და ჩვენი უდიდესი მტერი იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. თავდაუზოგავი შრომა უნდა განვაგრძოთ და მომავალშიც ასე ვითამაშოთ. მატჩიდან მატჩამდე უნდა დავფიქრდეთ. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგად ვიასპარეზეთ - თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ დიდებული თამაში გამოგვივიდა.
უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში მხოლოდ 2 მატჩში დავმარცხდით, რა თქმა უნდა, ამ გარემოებამ თავდაჯერება შეგვმატა - ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ", - ლუჩიანო სპალეტი.