ჯეიმს მილნერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინგლისელმა და პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელმა (658) ფეხბურთელმა, ჯეიმს მილნერმა პროფესიონალური კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა. ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ამის შესახებ ინფორმაცია თავისი სოციალური ქსელით გამოაქვეყნა.
პრემიერ ლიგაში 24 სეზონის შემდეგ, მგონია, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერის დასრულების შესაფერისი დრო დადგა. 16 წლის ასაკში ლიდს იუნაიტედში დებიუტიდან, რომელსაც ბავშვობაში ვგულშემატკივრობდი, პრემიერ ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირი გავხდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი იმ გზას, რომელიც გავიარე.
ყველა კლუბმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - მფლობელებს, პერსონალს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს, რომლებმაც მიმიღეს და ყველაფერში დამეხმარნენ. - ჯეიმს მილნერი
შეგახსენებთ, რომ ჯეიმს მილნერმა მთელი თავისი კარიერა ინგლისში გაატარა, პროფესიონალური კარიერა ვეტერანმა ნახევარცველმა 2002 წელს ლიდს იუნაიტედში დაიწყო, შემდეგ სვინდონ თაუნში ასპარეზობდა, ასევე იყო ნიუკასლში, ასტონ ვილაში, მანჩესტერ სიტიში, ლივეპულსა და ბრაიტონში.
საკლუბო კარიერის განმავლობაში ჯეიმს მილნერმა 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 3 პრემიერ ლიგა, 1 უეფას სუპერთასი, 1 ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 2 ინგლისის FA თასი, 2 ინგლისის ლიგის თასი და 2 ინგლისის სუპერთასი.
ლეგენდარულ ნახევარმცველს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კარიერის მანძილზე 61 მატჩი აქვს ჩატარებული.