ჯეიმი ვარდი: "მათ მაშინ შემიფარეს, როდესაც არავის ვჭირდებოდი - ეს ჩემი სახლია..."
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა და "ლესტერის" მოქმედმა ფორვარდმა, 36 წლის - ჯეიმი ვარდიმ, ბრიტანულ მედიასთან ძალიან გულწრფელად ისაუბრა.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჯეიმი ვარდის კითხვა დაუსვა იმის შესახებ, სურდა თუ არა "ლესტერის" ლეგენდარულ ფორვარდს კლუბის დატოვება, რადგან მას ძირითად შემადგენლობაში სათამაშო დრო აღარ ეძლევა.
"მე სულ, სადაც შესაძლებობა მომეცა ყველგან ვიმეორებ ერთი და იგივე რაიმეს და მინდა, რომ აბსოლუტურად ყველამ ერთხელ და საბოლოოდ გაიგოს, თუ არადა მე ამის გამეორებით არ დავიღლები.
ამ კლუბმა მე მომცა ცხოვრება და იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია დამენახა. მათ მე კლუბში მაშინ მიმიღეს, როდესაც არავის ვჭირდებოდი და ამ ყველაფერის მერე პრემიერ ლიგა მოვიგეთ, სრულიად ახალგამოჩენილმა კლუბმა. ამას ალბათ არავინ ელოდა, რომ არ დაგიმალოთ არც თავად მე.
ამ კლუბმა მე მიმიღო 25 წლის ასაკში და პროფესიონალურ დონეზე სწორედ ამ ასაკიდან დავიწყე თამაში. ახლა 36 წლის ვარ, კარიერის ერთ-ერთი ბოლო წელი მაქვს და არსად წავალ, რადგან ამ კლუბმა მომცა ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია მენახა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ლესტერმა კლუბში მაშინ ამიყვანა, როდესაც არავის ვჭირდებოდი, სწორედ ამის გამო, მადლიერი ვარ. ეს ჩემი ნამდვილი სახლია, რომელსაც არასდროს დავტოვებ, მათ შორის არც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ..." - ჯეიმი ვარდი
შეგახსენებთ, რომ ჯეიმი ვარდი "ლესტერში" 2012 წელს გადავიდა და მას შემდეგ ამ კლუბის ერთ-ერთი მთავარი და ცოცხალი ლეგანდაა. ჯეიმი ვარდიმ სწორედ ამ კლუბთან ერთად შეძლო პრემიერ ლიგის ჩემპიონობა 2015/2016 წლების სეზონში. სწორედ ამ სეზონში, პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჯეიმი ვარდი დასახელდა.