ჯასტინ კლუივერტმა რეკორდი გაიმეორა | ჰოლანდიელის უნიკალური მიღწევა
ჯასტინ კლუივერტმა გოლების გატანის უნიკალური მიღწევა გაიმეორა. "ბორნმუთის" გარემარბმა "პრემიერ ლიგაში" სადებიუტო გოლი "შეფილდ იუნაიტედთან" გუშინდელ მატჩში გაიტანა. მისმა გოლმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 3:1 გამარჯვებაში.
ნიდერლანდელმა Top 5 ჩემპიონატში შეძლო გოლის გატანა, რომლითაც რეკორდი გაიმეორა, ასევე გოლი გაიტანა ნიდერლანდების "ერედივიზიონში", თუ ვინმეს "ერედივიზიონი" Top 6-ში მიაჩნია, მაშინ რეკორდსმენია. მან "პრემიერ ლიგის" "ბორნმუთის" გარდა გოლის გატანა შეძლო "რომაში", "ლაიფციგში", "ნიცაში", "ვალენსიასა" და "აიაქსში".
ასეთივე მიღწევა 21-ე საუკუნეში აქვს, მხოლოდ ერთ მოთამაშეს, სტევან იოვეტიჩს, მონტენეგროელმა ფეხბურთელმა "ფიორენტინას", მანჩესტერ "სიტის", მილანის "ინტერის", "სევილიას", "მონაკოსა" და ბერლინის "ჰერტას" მაისურით გაიტანა. ამჟამად 34 წლის იოვეტიჩი "ოლიმპიაკოსში" ასპარეზობს.
ჯასტინ კლუივერტი "აიაქსის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია პროფესიონალური კარიერა კლუბში 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს "რომამ" ის 18,75 მილიონ ევროდ შეიძინა. 2020 წლიდან 2023 წლამდე ის იჯარით წავიდა "ლაიფციგში", "ნიცასა" და "ვალენსიაში", ბოლოს კი "ბორნმუთმა" 2023 წელს ნიდერლანდელი 11.20 მილიონ ევროდ შეიძინა.
Justin Kluivert is the second player in the 21st century to score a goal in each of Europe's big five leagues:
— Squawka (@Squawka) November 25, 2023
🏴 Bournemouth
🇪🇸 Valencia
🇮🇹 Roma
🇩🇪 RB Leipzig
🇫🇷 Nice
Stevan Jovetić has company. 🖐 pic.twitter.com/R8wrQMlkfz