"დინამო თბილისის" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე კვლავ ტრავმირებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე ავრცელებს.
53 წლის სპეციალისტმა 13 სექტემბერს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მან "ლურჯ-თეთრებთან" კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა.
როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ტრავმა აწუხებდა, ინდივიდუალურად ვარჯიში განაახლა, თუმცა ცოტა ხნის წინ, კვლავ მუხლის ტკივილი იგრძნო, რის გამოც ვარჯიში შეწყვიტა და ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მოახერხებს იგი მოედანზე დაბრუნებას.
მოსკოვის "სპარტაკის", "როსტოვის", "კრილია სოვეტოვის" და ვოლგოგრადის "როტორის" ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს მიმდინარე წლის აპრილში შეუერთდა და 1 შეხვედრის ჩატარება მოახერხა ("დინამო ბათუმთან" 0:1), მაისის შემდეგ კი მოედანზე დაბრუნებას ვერ ახერხებს.