Belive

ჯანლუკა ძამბროტა: "იტალიამ მენტალიტეტი გამოავლინა, მათ აჩვენეს ის, რასაც მანჩინისგან ველოდით" 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" - 3:0 აჯობა, "სკუადრა აძურას" ლეგენდარულმა მარჯვენა მცველმა, ჯანლუკა ძამბროტამ თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის თამაშით.
"იტალიამ აჩვენა ის თვისებები, რასაც მანჩინისგან ველოდით. ისინი მატჩის განმავლობაში მკვეთრად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ. მთავარი განსხვავება ამ მატჩში იყო მენტალიტეტი. შესანიშნავი პირველი ნაბიჯი წინ! მოუთმენლად, ერთად ველით იტალიის შემდეგი მატჩს!", - თქვა "ბარსელონას", "მილანის" და ტურინის "იუვენტუსის" ვეტერანმა, 44 წლის მარჯვენა ფლანგელმა, რომელიც 2006 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხა.
ანგარიში შეხვედრის 53-ე წუთზე, მერიჰ დემირალის ავტოგოლით გაიხსნა, 66-ზე ჩირო იმობილემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 13 წუთში კი ამ უკანასკნელის გადაცემით ლორენცო ინსინიემ ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სტატიები