ჯანლუიჯი დონარუმა: "შეიძლება მოვმკვდარიყავით, მაგრამ ჩვენ ამ კატეგორიას არ ვეკუთვნით"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ყველამ იცით, საიდან დავიწყეთ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ. მატჩის საწყის წუთებში გოლის გაშვებას შეეძლო მოვეკალით, მაგრამ ჩვენ ასეთები არ ვართ. ჩვენ არასდროს ვნებდებით. შეგვეძლო გოლი გაგვეშვა, ეს არ იყო ადვილი, რადგან ინგლისი თავს კარგად იცავდა, მაგრამ ჩვენ სანახაობრივად ვთამაშობდით და ამ ყველაფერს ვიმსახურებდით", - თქვა 22 წლის მეკარემ."მილანის" ყოფილმა" გოლკიპერი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუ სადა გააგრძელებს კარიერას იტალიელთა ამომავალი ვარსკვლავი. ევროპული მედია მას "პარი სენ-ჟერმენს" აქტიურად უკავშირებს. იტალიის ნაკრებმა ინგლისთან “უემბლიზე” გამართული ფინალის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ – 1:1 დაასრულა, ხოლო პენალტების სერიაში – 3:2 იმარჯვა და”სკუადრა აძურა” ვეროპის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა.