Belive

ჯანლუიჯი დონარუმა იტალიის ნაკრების რეკორდსმენი გახდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" - 3:0 აჯობა, "სკუადრა აძურას" მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. საქმე ისაა, რომ "მილანის" აწ უკვე ყოფილი კარის დარაჯი თავისი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დიდ ტურნირზე (კონტინენტისა და მსოფლიოს პირველობა) მონაწილეობა მიიღო. მატჩის ჩატარების დღეს დონარუმა 22 წლისა და 106 დღისა გახლდათ, რაც იტალიელთა ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე, ამ შედეგის მფლობელი ჯორჯო ღეცი ფლობდა, რომელმაც დიდი სანაკრებო ტურნირზე 23 წლისა და 342 დღის ასაკში ითამაშა. რაც შეეხება დონარუმას მოსახელე და იმავე პოზიციაზე მოთამაშე ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონს, მისი დებიუტი დიდ ფორუმზე ეროვნული გუნდის მაისურით 24 წლისა და 126 დღის ასაკში შედგა. ანგარიში შეხვედრის 53-ე წუთზე, მერიჰ დემირალის ავტოგოლით გაიხსნა, 66-ზე ჩირო იმობილემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 13 წუთში კი ამ უკანასკნელის გადაცემით ლორენცო ინსინიემ ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სტატიები