Belive

ივან პერიშიჩი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ივან პერიშიჩი სპლიტის "ჰაიდუკის" ახალი მოთამაშეა. ოფიციალური დადასტურება ჯერ ვიდეოს სახით Hajduk Digital TV-ზე განთავსდა, შემდეგ კი ჰაიდუკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პერიშიჩმა მშობლიური კლუბის მაისური 17-ნახევარი წლის შემდეგ მოირგო. ივანი ჰაიდუკს სეზონის ბოლომდე, იჯარით, ტოტენჰემიდან უერთდება. ივნისის ბოლოს, იჯარის დასრულების შემდეგ, კლუბსა და გარემარბს შორის კიდევ ერთი მოლაპარაკება შედგება.

პერიშიჩი ჰაიდუკიდან, 17 წლის ასაკში, 2006 წლის ზაფხულში, საფრანგეთში, სოშოში გაემგზავრა. მას არასოდეს უთამაშია ჰაიდუკის ოფიციალურ მატჩში, თუმცა რვა ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა. 2009 წელს ივანი სოშოდან იჯარით წავიდა ბელგიის "რუზლარეში", სადაც მან პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. კარგი თამაშის გამო მასთან კონტრაქტი "ბრიუგემ" გააფორმა (2010/11 წლების სეზონში). მან ჩემპიონატში 22 გოლი გაიტანა, რითაც ბელგიის ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. ბელგიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

თავის მდიდარ კარიერაში ის ასევე თამაშობდა გერმანულ კლუბებში: დორტმუნდის "ბორუსიაში", რომელთანაც 2012 წელს მოიგო ჩემპიონატი და თასი, "ვოლფსბურგში", სადაც 2015 წელს თასი და სუპერთასი მოიგო და მიუნხენის "ბაიერნში", რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გახდა. მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა იტალიურ "ინტერში". 2022 წლის ზაფხულში, მან დატოვა ინტერი ინგლისურ "ტოტენჰემს" შეუერთდა,

მისი დებიუტი ხორვატიის ნაკრებში 2011 წლის 26 მარტს, საქართველოს წინააღმდეგ მატჩში შედგა - მწვრთნელის, სლავენ ბილიჩის ხელმძღვანელობით. 13 წლის განმავლობაში მან ეროვნულ გუნდში ჩაატარა 129 მატჩი და გაიტანა 33 გოლი, რითაც გახდა ხორვატიის ნაკრების ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირი, ის ამ ადგილს მარიო მანჯუკიჩთან იყოფს.