Belive

ივა გელაშვილი სპეციას ფეხბურთელია

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველი, ივა გელაშვილი კარიერას ,,სპეციაში'' გააგრძელებს. 

22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ,,დინამო ბათუმის'' საკუთრებაა, ახალ კლუბში 1-წლიანი იჯარით გადავიდა.

,,2023 წლის ზაფხულში, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრებმა დიდი სიურპრიზი შემოგვთავაზა, ივა გელაშვილი ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო.

 

ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც პროფესიონალთა შორის უკვე არაერთი მატჩი დაუგროვდა... ივა გელაშვილი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ,,სპეციას'' წარმატებაში,'' - წერია იტალიური გუნდის ვებგვერდზე.

გელაშვილმა ბოლო სეზონი ,,საბურთალოში'' გაატარა და ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

,,სპეცია'' მიმდინარე სეზონს იტალიის სერია B-ში ატარებს. მასიმილიანო ალვინის გუნდმა პირველ ტურში ,,ზიუდტიროლთან'' სტუმრად ფრედ, ანგარიშით 3:3 ითამაშა.

სხვა სტატიები