იუვენტუსმა 2023/24 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა
ტურინის "იუვენტუსმა" 2023/24 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა.
გერმანული adidas-ის მიერ შექმნილი ფორმა "შავ-თეთრების" დნმ-ს პასუხობს და კლუბის ტრადიციულ ღირებულებებს ეხმიანება, მაგრამ ამავე დროს, თანამედროვე ელემენტებითაცაა გაფორმებული.
Bianconero e giallo. Modellata sulla nostra storia, proiettata al futuro ⚪️⚫️
— JuventusFC (@juventusfc) May 12, 2023
Juventus e @adidasfootball presentano l'home kit 2023/24! pic.twitter.com/VnQluv3MBD
ახალი მაისურის საფუძველი ტრადიციულად შავი და თეთრი ზოლებია, ყვითელი დეტალები კი კონტრასტს მატებს. ყვითელი ფერი შთაგონებულია კლუბის ისტორიის ზოგიერთი ლეგენდარული პერიოდის ფორმის დიზაინით და წარმოდგენილია ლოგოზე, სპონსორებზე და მხრებზე სამი ზოლით.
"ზებრები" ზედიზედ მესამე სეზონია, რაც იტალიის სერია A-ში ტრიუმფს ვეღარ ახერხებენ, მიმდინარე გათამაშებაში კი 34 ტურის შემდეგ დაგროვებული 66 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ და უკვე გაჩემპიონებულ "ნაპოლის" 17 ქულით ჩამორჩებიან. თუმცა, მასიმილანო ალეგრის გაწვრთნილ გუნდს ტიტულის მოპოვების შანსი მაინც აქვს - "იუვე" უეფას ევროპა ლიგის ნახევარფინალში გამოდის და პირველი მატჩი ტურნირის ყველაზე ტიტულოვან კლუბ "სევილიასთან" ფრედ (1:1) დაასრულა.