Belive

იუვენტუსი სუპერთასის გამარჯვებულია, რონალდუ - ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის 2020 წლის სუპერთასის შეხვედრაში ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" და თასის მფლობელი "ნაპოლი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა "ბებერი ქალბატონის" გამარჯვებით - 2:0 დასრულდა. მატჩში გატანილი გამარჯვების მომტანი და თანაც ისტორიული გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ, 64-ე წუთზე გახდა. საქმე ისაა, რომ 35 წლის სუპერვარსკვლავისთვის ეს კარიერაში გატანილი 760-ე გოლი გახლდათ, რა მაჩვენებლითაც 5 ოქროს ბურთის მფლობელმა ავსტრიელ იოზეფ ბიკანს გადაასწრო და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გამტანი მოთამაშე გახდა. საბოლოო წერტილი დაპირისპირებაში მეხუთე დამატებულ წუთზე ალვარო მორატამ დასვა და თავის კლუბს მიმდინარე სეზონში პირველი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. საგულისხმოა, რომ ნეაპოლიტანელებს შეხვედრის გადარჩენის შანსი ჰქონდათ, თუმცა მე-80 წუთზე, ლორენცო ინსინიემ 11-მეტრიანის ნიშნულიდან გატანა ვერ მოახერხა. ანდრეა პირლოს მიერ ყოფილი თანაგუნდელის, ჯენარო გატუზოს დამარცხების შემდეგ, "ბიანკონერიმ" სუპერკოპა დე იტალია ორწლიანი პაუზის შემდეგ და ისტორიაში მეცხრედ მოიპოვა.  

სხვა სტატიები