Sky Sports– ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" გეგმებში გუნდის თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუსთვის ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება არ შედის.
პორტუგალიელ სუპერვარსკვლავსა და იტალიურ კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ზუსტად ერთ წელიწადში იწურება, თუმცა ახალი კონტრაქტის გაფორმებას მხარეები არ ჩქარობენ.
5 ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელი "ბებერი ქალბატონის" დატოვებას არ აპირებს და "ბიანკონერისთან" თანამშრომლობის გაგრძელება სურს, თუმცა თავად კლუბის მიზანი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის შენარჩუნება არ არის.
პარი სენ-ჟერმენი და მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულნი არიან კრიშტიანუ რონალდუს დამატებით, 36 წლის ფორვარდის შემცვლელად კი ტურინში "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელს, გაბრიელ ჟეზუსს განიხილავს.
რონალდუ "ზებრებს" 2018 წლის ზაფხულში, მადრიდის "რეალიდან" 117 მილიონ ევროდ შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 133 შეხვედრაში 101 გოლის გატანა და 22 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მასთან ერთად "იუვენტუსმა" ორჯერ იტალიის სერია A, ორჯერ სუპერთასი და ერთხელ ქვეყნის თასი მოიგო.