იუვენტუსი 5 ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იმისათვის, რომ ,,იუვენტუსმა'' ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ბიუჯეტი გაზარდოს, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტურინული კლუბი ახალ ფეხბურთელებს იქამდე ვერ გაიფორმებს, სანამ არსებული შემადგენლობიდან ვინმეს არ გაუშვებს.
,,იუვეს'' ხელმძღვანელთა აზრით, არტურის, დენის ზაქარიასა და უესტონ მაკკენის გაყიდვით გუნდი დაახლოებით 50 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ვოიცეხ შჩესნისა და ალექს სანდროს მომავალიც. ,,ბებერი ქალბატონები'' არ აპირებენ ისეთი მოთამაშეების შენარჩუნებას, რომელთა ხელფასიც ზედმეტად მაღალია.