Belive

იური ტაბატაძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა - ქართველმა კადისი მარცხისგან იხსნა | VIDEO

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურის შეხვედრაში კადისმა დეპორტივოსთან ფრედ 2:2 ითამაშა.

იური ტაბატაძე შეხვედრაში 70-ე წუთზე ჩაერთო, ქართველმა ფეხბურთელმა 85-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა. იური ბურთს 11-ჯერ შეეხო, 4 გადაცემიდან 2 ზუსტად შეასრულა, კარში ერთხელ დაარტყა და გოლიც გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 7.5

  • Flashscore - 7.2

კადისი ლა ლიგა 2-ის ცხრილში 31 ქულით მე-7 ადგილზეა (8 მოგება, 7 ფრე, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 9 იანვარს, ხიხონის წინააღმდეგ გამართავს.

ასევე გეტყვით, რომ იური ტაბატაძემ კადისის მაისურით ყველა ტურნირის ეგიდით მე-18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი/2 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.